Tuesday, August 2, 2016

Monday, July 11, 2016

                   ინტელის კურსის რეფლექსია

ჩემი მოლოდინი აღნიშნული კურსის გავლისას გამართლდა. გავეცანი პროექტებით
სწავლებას.ამ პროექტის საშუალებით მე შევძლებ მოსწავლეებს განვუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები.აგრეთვე შევძლებ ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას სწავლებაში.დავეხმარები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევაში და 21_საუკუნის უნარ_ჩვევების განვითარებაში,
მადლობა ტრენერს, ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს, გაწეული დახმარებისათვის


ინტელის პროექტი

Wednesday, July 6, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია წარმოვადგინეთ დავალება. ვნახეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ვნახეთ შეფასების რუბრიკები. პროექტის ფარგლებში მოსწავლის პრეზენტაცია და შევადგინეთ შეფასების რუბრიკა.

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე.ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა
ურთიერთობის დამყარება, ელფოსტის ჩათი, მიწერრმოწერა, დამატება, საავტორო უფლებების ქაოსი და მისი თავისებურებები.

ვისწავლეთ გამოკითხვის ჩატარება და შევქმენით რამდენიმე გამოსაკითხი კითხვარი,
აგრეთვე დაარქივება და ელექტრო მისამართების მითითება

Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია.
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მეთოდები. წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას. 
ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს  პროექტს. გავეცანით  რესურსებში არსებულ პრეზენტაციების ნიმუშებს.
ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის  ფორმის შექმნაზე. 

Sunday, June 26, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს ვისაუბრეთ და მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო დღის
 სტანდარტები და  ოცდამეერთე საუკუნის მიმართულებები.
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სტანდარტები შევინახეთ საქაღალდეში.
საქაღალდეში შევინახეთ აგრეთვე სხვადასხვა რესურსი.

ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზნები
გავეცანით პრეზენტაციებს და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შევარჩიეთ





Saturday, June 25, 2016

ტრენინგის რეფლექსია(მეორე დღის)


გავეცანით ტრენინგის კურსის მოდულებს.
კონკრეტულად პროექტებით სწავლებას.
გავეცანით პროექტის მოთხოვნებს
შევქმენით ელექტრონული საქაღალდე
დავათვალიერეთ ჩეკლისტები
 მეორე დღეს გავეცანით  ბუკლეტის შექმნის გზას.
ვნახეთ შაბლონები და შევქმენით ბუკლეტის მონახაზი.
ჩვენი ბლოგის ელ მისამართები გავაგზავნეთ ტრენერის ფოსტაზე.
დავწერე ორივე დღის რეფლექსია